"ეს პროგნოზი საკმაოდ რეალური იყო, თუმცა ბოლოდროინდელმა პროცესებმა, დაახლოებით, 2-კვირიანის განმავლობაში, მოვლენების განვითარებამ, გარკვეული ნეგატიური დინამიკა აჩვენა". – ასე პასუხობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე კითხვას, თუ რატომ ვერ შეძლო "ოცნებამ" დაანონსებული 60%-ის აღება.
კობახიძის აზრით, 60%-იანი შედეგი საკმაოდ რეალური იყო, თუმცა "გარკვეულმა ფაქტორებმა" უარყოფითი გავლენა მოახდინა. როგორც კობახიძე განმარტავს, ასეთი ფაქტორი პანდემიაა და არჩევნები "სადღაც, თვენახევრით" ადრე რომ ჩატარებულიყო, 60%-იანი შედეგი "ამბსოლუტურად რეალური" იყო.
ქართული ოცნების ლიდერები, მათ შორის, ირაკლი კობახიძე, არჩევნებამდე არაერთხელ აანონსებდნენ, რომ მმართველ გუნდს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 60%-იანი შედეგი ექნებოდა.
თუმცა, ბოლო მონაცემებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საარჩევნო უბნების 80.22%, 3 847 უბნიდან 3086 უბანია დათვლილი. წინასწარი შედეგები კი ასეთია:
- ქართული ოცნება – 48.34%
- ენმ-ძალა ერთობაშია – 26.43%
- ევროპული საქართველო – 3.78%
- ლელო – 3.26%
- პატრიოტთა ალიანსი – 3.2%
- სტრატეგია აღმაშენებელი – 3.16%
- გირჩი – 3.06%
- მოქალაქეები – 1.4%
- ლეიბორისტული პარტია – 1%
- ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 0.86%
სხვა პარტიების შედეგები – ნახეთ აქ.
იხილეთ არჩევნების წინასწარი შედეგები განახლებად რეჟიმში – ამ გვერდზე.