შედარება არ შეიძლება 2016 წლის არჩევნებთან. გვახსოვს ჩვენ, როგორი დაძაბული სიტუაცია იყო, რამდენი დაპირისპირება იყო. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ინფორმაცია გვქონდა მიღებული, ისევ მათივე [ოპოზიციის] შტაბებიდან, რომ ისინი აპირებდნენ გარკვეული დესტრუქციის შემოტანას კონკრეტულ ოლქებში, კონკრეტულ ქალაქებში და ფაქტიურად ჰქონდათ ამის მცდელობა, მაგრამ არ გამოუვიდათ. იმიტომ, რომ ჩვენი წარმომადგენლები, ჩვენი მხარდამჭერები, მაქსიმალურად ყველა გაფრთხილებული იყო, რომ ამ პროვოკაციებს არ უნდა აჰყოლოდნენ. შესაბამისად, ყველაფერი შედარებითია. 2016 წელს გაცილებით უფრო მეტი პრობლემები იყო. ამ თვალსაზრისით, წლევანდელი არჩევნები, თუ შედარებას გავაკეთებთ, იყო მოწოდების სიმაღლეზე.
tbl.ge/577h
დაკოპირდა
ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას არჩევნებში დარღვევებზე.
ამავე თემაზე
- დეკანოიძე: არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას
- ღარიბაშვილი: არჩევნებზე 53%-ს ველოდებით, ყველას გადაეცით
- სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას
- მდინარაძე ოპონენტებს: იქნებ შეძლოთ და უარი თქვათ სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე
- მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო