არჩევნები 2020

უბნების დახურვიდან მე-19 საათი – თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში უბნების მხოლოდ 18-40%–ია დათვლილი

ტაბულა

საარჩევნო უბნების დახურვიდან 18 საათზე მეტი გავიდა, თუმცა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში უბნების ნახევარზე ნაკლები აქვს დათვლილი და გამოქვეყნებული ოფიციალურ ვებგვერდზე. ზოგ ოლქში ცესკომ უბნების მხოლოდ 18-27% დაითვალა, მაქსიმალური მაჩვენებელი კი – 40 %-ია. ყველაზე მეტი უბნის მაჟორიტარული ბიულეტენები დათვლილია სამგორში, ყველაზე ნაკლები – ისანში. წინასწარი მონაცემებით, თბილისის რვავე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

  • გლდანის რაიონი (115 უბნიდან დათვლილია 34 უბნის მონაცემები, სულ 29%) –ნიკა მელია - 43.197%, ლევან კობიაშვილი - 43.58%
  • ვაკის რაიონი (81 უბნიდან დათვლილია 30 უბნის მონაცემები, სულ 37%) – ნოდარ ტურძელაძე - 41.66%, ელენე ხოშტარია - 36.3%
  • საბურთალოს რაიონი (97 უბნიდან დათვლილია 27 უბნის მონაცემები, სულ 27%) –დავით სერგეენკო - 44.08%, ალექსანდრე ელისაშვილი - 18.8%
  • ნაძალადევის რაიონი (103 უბნიდან დათვლილია 34 უბნის მონაცემები, სულ 33%) – მიხეილ ყაველაშვილი - 45%, შალვა ნათელაშვილი - 25.19%
  • დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები (104 უბნიდან დათვლილია 40 უბნის მონაცემები, სულ 38%) – გიორგი ვოლსკი - 44.45%, ანა დოლიძე - 19.81%, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 19.7%
  • ისნის რაიონი (85 უბნიდან დათვლილია 16 უბნის მონაცემები, სულ 18%) – კახა კახიშვილი - 46.95%, ხატია დეკანოიძე - 25.66%
  • მთაწმინდის და კრწანისის რაიონები (78 უბნიდან დათვლილია 28 უბნის მონაცემები, სულ 35%) – ბექა ოდიშარია - 47.64%, შალვა შავგულიძე - 28.42%
  • სამგორის რაიონი (122 უბნიდან დათვლილია 49 უბნის მონაცემები ანუ 40%) –სოზარ სუბარი - 46.04%, ლევან ხაბეიშვილი - 38.75%.

რაც შეეხება პროპორციულ შედეგებს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის მასშტაბით უბნების 94.26% დათვალა. პირველადი მონაცემებით, ქართულ ოცნებას 48.12% აქვს, ენმ-ძალა ერთობაშიას - 26.94%, ევროპულ საქართველოს 3.79%, ლელოს - 3.19, პატრიოტთა ალიანსს - 3.18%, სტრატეგია აღმაშენებელს 3.15%, გირჩს - 2.95%, ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს 1.34%, ლეიბორისტულ პარტიას 1%, ნინო ბურჯანაძის ერთიან საქართველოს - 0.85%.

კომენტარები