კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევიდან 989 თბილისში გამოვლინდა, 387 – აჭარაში

კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევიდან 989 თბილისში გამოვლინდა, 387 აჭარაში, 387 –იმერეთში. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ქვემო ქართლში დადასტურდა - 166, შიდა ქართლში - 133, გურიაში - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 97, კახეთში - 47, მცხეთა-მთიანეთში - 33". – თქვა მან.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში თბილისში გარდაიცვალა 2 ადამიანი,  აჭარაში - 9, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი.

4 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 31 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 381 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

კომენტარები