მე ნამდვილად მეამაყება, რომ ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის აყვანილი უმაღლეს დონეზე და ვერავინ და ვერაფერი ვერ შეუშლის ამას ხელს. მაგრამ, როდესაც მეორე ნაწილში ვიხილეთ დესტრუქციული ქმედებები კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, რომლებიც იქ იყვნენ და რაც ხდებოდა ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას არ მოსწონს ის, რაც მოხდა გუშინ, შესაბამისად, კანონის ფარგლებში იყო ქმედებები. კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ, თუ ვინმეს აქვს რაიმე კითხვები უბნებთან დაკავშირებით, არსებობს მითითებები, ამისთვის არსებობს სამართლებრივი გზები და არსებობს კანონი...
არჩევნები 2020
კალაძე: მეამაყება, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის აყვანილი უმაღლეს დონეზე
tbl.ge/57zn
დაკოპირდა
ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ამის შესახებ გუშინ ცესკოსთან აქციის დარბევის შეფასებისას ისაუბრა.
ამავე თემაზე
- დეკანოიძე: არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას
- ღარიბაშვილი: არჩევნებზე 53%-ს ველოდებით, ყველას გადაეცით
- სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას
- მდინარაძე ოპონენტებს: იქნებ შეძლოთ და უარი თქვათ სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე
- მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო