ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით 3 თეთრით, ევროსთან კი 3.4 თეთრით გამყარდა

ეროვნული ბანკი

გასულ კვირაში ლარის მკვეთრად გაუფასურების შემდეგ, ახალი კურსით, ლარი დოლართან მიმართებით 3 თეთრით, ევროსთან მიმართებით კი 3.4 თეთრით გამყარდა. ამ დროისთვის, ერთი დოლარის ღირებულება 3.3308 ლარია, ერთი ევროსი კი – 3.9550.

2 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 60 მილიონი დოლარი გაყიდა. სებ-მა ლარის კურსის სტაბილურობისთვის ეს არაერთხელ გააკეთა. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 709 მილიონი დოლარი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით დაეცა პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე. 8 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის – 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 51 თეთრით, ხოლო ევროსთან 84 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები