არჩევნები 2020

მელია ვაშაძეზე: სამწუხაროდ, არ იყო ეს საუკეთესო განცხადება

სამწუხაროდ, არ იყო ეს განცხადება საუკეთესო განცხადება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როდესაც სხვადასხვა ინტერპრეტაციების საშულებას იძლევა, არაა ეს განცხადება საუკეთესო. პლუს, არავინ ვიყავით საქმის კურსში. მაგრამ ის გეგმები, ის მიზანი, რომელიც დღეს ხალხს აქვს გაცხადებული და ჩვენ წარმომადგენლები ვართ ამ საზოგადოების [...] ჩვენი გეგმა გაცხადებულია, საერთო გეგმა არის თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, ახალი არჩევნები ქვეყანაში...

ასე ეხმაურება ენმ-ს ლიდერი, ნიკა მელია გრიგოლ ვაშაძის განცხადებას. ენმ-ის თავმჯდომარე 10 ნოემბრის დილით პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდა, "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად". მოგვიანებით მან განმარტება გაავრცელა და თქვა, რომ "სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ".

კომენტარები