საქართველოს ეროვნული ლატარიის ცნობით, 5/35-ოქროს ბურთში 269 936 ლარი გათამაშდა. კომპანია გამარჯვებულს ეძებს:
- თუ თამაშობ ლოტოს;
- თუ თამაშობ 5/35 - ოქროს ბურთს;
- თუ გუშინ შეავსე ბილეთი;
- თუ ეს ბილეთი გორში შეიძინე;
- თუ ბილეთი ნაყიდია 11:40 სთ- ზე სტალინის ქუჩაზე, ლოტოს ჯიხურში;
- თუ შენს ბილეთში ჩაწერე - 4, 17, 19, 25 და 28 რიცხვები;
- მაშინ შენ - 269 936 ლარი მოიგე;
- სასწრაფოდ მოდი, ფული უნდა გაგატანოთ!
- საქართველოს ეროვნული ლატარია გელოდება!
"პ.ს.თუ ვინმე გეგულებათ ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებით, გთხოვთ, დაგვირეკოთ: 0322 007700" - აცხადებს საქართველოს ეროვნული ლატარია.