ახალი კორონავირუსი საქართველოში

საპატრიარქო: ეპიდემიის გამო 100 000 მოწამის დღეს მსვლელობა აღარ გაიმართება

ხვალ, 13 ნოემბერს, თბილისში ჯალალ ედ-დინის დროს წამებული 100 000 ქართველის ხსენებაა. ამ დღეს ეწყობოდა ხალხმრავალი მსვლელობა, რომელიც მეტეხის ხიდზე სრულდებოდა პარაკლისით, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებითა და წყალზე ყვავილების მოფენით.

საპატრიარქოში ამბობენ, რომ ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო წელს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართება.

"17:00 საათზე მხოლოდ მცირე პარაკლისი ჩატარდება და ყვავილების გვირგვინი ანთებული სანთლებით მტკვარში ჩაესვენება ქრისტესთვის წამებული ჩვენი წინაპრებისადმი მადლიერების ნიშნად". – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები