ჩვენ აქ ვართ ერთიანები თავისუფლებაში, განსხვავებული ადამიანები, განსხვავებული ლიდერები, განსხვავებული პატრიოტები, ჩვენ ვართ ერთიანები ჩვენს არჩევანში, ჩვენ ვართ ერთიანები მრავალფეროვნებაში, ჩვენ სხვადასხვანაირები ვართ და არ გვინდა, რომ ვიყოთ ერთნაირები. დიახაც, ჩვენ პატივს ვცემთ ამ მოცემულობას, რომ ვართ სხვადასხვანაირები, ვართ სხვადასხვანაირები აქ, რუსთველის გამზირზე, მაგრამ ერთი მიზეზით ვიკრიბებით, ვართ სხვადასხვანაირები, განსხვავებული იდეოლოგიებით, მაგრამ ვიკრიბებით, ერთი მიზეზით, ჩვენ-ჩვენი მოსაზრებებით.
ეს არის ჩვენი ძალა და არა ის, რასაც სჩადის რეჟიმი, როცა თავისიანებად და სხვისიანებად ყოფს საქართველოს...