ქართული ოცნება

წულუკიანი მის შესაძლო პრემიერობაზე: ეს არის ჭორი, წერტილი – როგორც იტყოდა ბატონი გახარია

ეს არის ჭორი. ჭორი, წერტილი, როგორც იტყოდა ამჟამინდელი და მომავალი პრემიერმინისტრი, ბატონი გახარია. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი პრემიერი იყო გახარია, როდესაც კანდიდატს კი არ ვასახელებდით, ვასახელებდით პრემიერს. რა თქმა უნდა, მე როგორც აქამდე ვიყავი ქართული ოცნების და მისი გუნდის რიგითი წევრი და მებრძოლი ღირებულებებისთვის, რითაც პირველ ოქტომბერს მოვედით ხელისუფლებაში, ასეთად დავრჩები პარლამენტში.

ამბობს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი იმედის ეთერში მის შესაძლო პრემიერობაზე. ინფორმაცია ინტერპრესნიუსმა გაავრცელა. გამოცემის ცნობით, ინფორმირებულმა წყარომ მათ განუცხადა, რომ წულუკიანის კანდიდატურა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა, ასევე საუბარია მის პრემიერმინისტრად წარდგენაზეც.

კომენტარები