გვიან ღამით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ქვეითს დაეჯახა. მოქალაქე ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.