კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 1 038 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 466 მართვით სუნთქვაზეა

GETTY IMAGES

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 20 305 აქტიური შემთხვევაა. ამ ეტაპზე, მძიმედ არის 1 038 პაციენტი, მათ შორის თბილისში - 488, აჭარაში - 165, იმერეთში - 217.

ასევე, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში - 221, აჭარაში -122, იმერეთში - 39.

3 857 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282- თბილისში, 2 023 - აჭარაში, 270 - იმერეთში. 10 065 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა. დადასტურდა ვირუსით ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 937 პირი.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები