ჩვენი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი, ხელახალი არჩევნებია. ნებისმიერი სახით ახლა ჩვენ რომ დავთანხმდეთ, ამას მოგცემთ და შემოდით პარლამენტშიო, ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ლეგიტიმაციას ვაძლევთ ამ პარლამენტს...
ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი ახალი არჩევნებია, რომ ამომრჩევლის ნება იყოს გამოხატული. ოპოზიციის საერთო მოთხოვნები იმიტომ იწყება ახალი არჩევნებით, გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლით და მთავრდება პოლიტპატიმრებით...