ყაჩაღობა

შსს: ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უცნობი პირები ოჯახში შეიჭრნენ

flickr

ზესტაფონში, სოფელ ზოვრეთში ერთ-ერთ ოჯახში უცნობი პირები შეიჭრნენ. 

მთავარი არხის ინფორმაციით, ოჯახს ოთხი ნიღბიანი პირი დაესხა თავს.

მათივე ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამიტომ, ყაჩაღობის მცდელობა წარმუტებელი გამოდგა. 

"გავუწიეთ წინააღმდეგობა და გაიქცნენ და წავიდნენ... იმის თქმაც ვერ მოასწრეს რას ითხოვნდნენ..ორ წუთში გაიქცნენ.. გაისროლეს, მე მეზობელთან გავიქეცი, ბავშვი გამოეკიდათ და ისროლეს შესაშინებლად და გაიქცნენ წავიდნენ".- ამბობს ოჯახის ერთ-ერთი წევრი მთავარ არხთან

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

კომენტარები