არჩევნები 2020

ელისაშვილი: ელჩები ლამის გვეხვეწნენ, არ მოყვეთ დეტალებიო, ძალიან მალე უნდა შევხვდეთ ისევ

ძალიან ცხარე კამათი იყო, ბევრ საკითხთან დაკავშირებით. რაღაც საკითხებზე შევთანხმდით, რაღაც საკითხებზე ვერა. ლამის ვეხვეწე ელჩებს, რომ მომცენ უფლება, ვილაპარაკო დეტალებზე, რომ ხალხმა გაიგოს, რაზე ვლაპარაკობთ. ერთი სული მაქვს, ხალხს მოვუყვე, რაზე მიდის ლაპარაკი, რაზე ვარ მე პირადად თანახმა, რაზე არა.

ქართული ოცნება რას იხვეწება, ეს არ მაინტერესებს, მაგრამ ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს, ლამის გვეხვეწნენ, გთხოვთ, არ მოყვეთ დეტალებიო.

შესაბამისად, ისევ უნდა ვიწვალო, თუმცა, დათქმაა, რომ ძალიან მალე უნდა შევხვდეთ და გაგრძელდეს ეს ყველაფერი. უსინდისო ვიყო, ერთი სული მაქვს, დეტალებზე ვილაპარაკო...

მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ.

კომენტარები