არჩევნები 2020

თალაკვაძე: პოზიციები არის დაახლოებული და არის ალბათობა, რომ შეთანხმება შედგეს

დღეს ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც უფრო დაგვაახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება, ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას და გრძელვადიანი თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს. ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება. ჩვენ ამ საკითხზე იმდენად გვაქვს პოზიციები დაახლოებული, რომ შესაძლებელია სრულიად, რომ ეს გახდეს შეთანხმების მთავარი საგანი...

...პოზიციები არის დაახლოებული და არის ალბათობა, რომ შეთანხმება შედგეს. თუ ამას შევძლებთ ამ ორი დღის განმავლობაში, რასაკვირველია, პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, უკვე პარლამენტში გააგრძელონ მუშაობა...

თქვა ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრის მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ.

კომენტარები