ეკონომიკა

III კვარტლის მონაცემებით, უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10-წლიან მინიმუმზეა

ბიზნესგარემო და ინვესტიციები ქართულ ბაზარზე
SalFalko / Meritus Media

საქსტატმა მესამე კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების მონაცემებით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, წლის მესამე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 23%-ით არის შემცირებული. 

ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ წლის მესამე კვარტალი, როგორც წესი ყველაზე აქტიურია და სწორედ ამ პერიოდში ხორციელდება ყველაზე მეტი ინვესტიცია. ვითარება კიდევ უფრო დრამატულია, თუ წლის პირველი სამი კვარტლის ჯამურ მონაცემებს დავაკვირდებით.

წელს საქართველოში სულ 718 მილიონი ლარის უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, რაც ბოლო  ათი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

წლის პირველ 3 კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2010 წელი – $624.4 მილიონი;
  • 2011 წელი – $804.8 მილიონი;
  • 2012 წელი – $780 მილიონი;
  • 2013 წელი – $787.5 მილიონი;
  • 2014 წელი – $1.3 მილიარდი;
  • 2015 წელი – $1.36 მილიარდი;
  • 2016 წელი – $1.35 მილიარდი;
  • 2017 წელი – $1.44 მილიარდი;
  • 2018 წელი – $1.1 მილიარდი;
  • 2019 წელი – $946 მილიონი;
  • 2020 წელი – $718 მილიონი;

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციების ჯამური მოცულობა 24%-ით არის შემცირებული.

 

კომენტარები