ახალი კორონავირუსი საქართველოში

გასულ 24 საათში ჩატარდა 19 636 ტესტი, აქედან 11 718 ანტიგენის, 7 918 – PCR

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 19 636 ტესტი გაკეთდა, მათგან 11 718 ანტიგენის, ხოლო 7 918 – PCR ტესტია.

გამყრელიძის თქმით, დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 10.7-ია, ხოლო ბოლო ორი კვირის განმავლობაში, როგორც გამყრელიძე განმარტავს, დადებითობის მაჩვენებლის ტენდენცია კლებულობს.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ახლად დადასტურებული შემთხვევებიდან [4 570] მეტი წილი, 76%, სიმპტომებიანი პაციენტია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 სათში კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 4 570 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 045 პაციენტი.

10 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 178 953 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 148 332 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 657 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები