არჩევნები 2020

ბოკერია: ერთადერთი "გადათვლის მექანიზმი" ახალი არჩევნების ჩატარებაა

ერთადერთი "გადათვლის მექანიზმი" არის ახალი, ნორმალური არჩევნების ჩატარება ან პლებისციტის ჩატარება ნორმალური საარჩევნო ადმინისტრაციით, იმის თაობაზე, სურს თუ არა ქართველ ხალხს ახალი არჩევნები. სხვა "გადათვლის მექანიზმი" არ არსებობს. როცა იყო ამის სამართლებრივი შესაძლებლობა, როცა იყო საჩივრები, მაშინ უტიფრად და კანონის დარღვევით ივანიშვილის რეჟიმმა არაფერი არ განიხილა. ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც ჩაყრა გადაღებული იყო. იქაც კი უტიფრად გვითხრეს - ფეხებზე გვკიდიაო.  

რა სისულელეებზე ლაპარაკობენ? ბატონმა ელისაშვილმა თუ ნებისმიერმა სხვამ, თუ აქვს რაიმე მოლაპარაკების სურვილი ივანიშვილთან ან მის წარმომადგენლებთან, მოილაპარაკოს, უთხრას საზოგადოებას, რა არის ის, რის გამოც განიხილავს ლეგიტიმაციის მიცემას ამ პარლამენტისთვის. ეს არის საკითხავი. არა ის სისულელე, ბოდვა და ტყუილები, რასაც ვისმენთ ეს დღეებია.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია.

კომენტარები