82 წლის ასაკში ტელეწამყვანი და დიქტორი დონარა კინწურაშვილი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
კინწურაშვილი 1963 წელს, 21 წლისა მივიდა ტელევიზიაში და იქ 45 წელი დაყო.
სხვადასხვა დროს იყო დიქტორი, "მოამბის", ასევე საბავშვო გადაცემა "ცეროდენას ეკრანის" წამყვანი.