ბოლქვაძე 20 ივნისზე: პარიზიდან ძალიან დიდ ჯიკაობას ვუყურებდი

თქვენ მეუბნებით, რომ [20 ივნისს] რაღაც საშინელება მოხდა... ვინ დათხარა [ახალგაზრდებს] თვალები? თქვენ თუ იცნობთ ისეთ დემოკრატიულ ქვეყანას, როდესაც შევარდებიან პარლამენტში და უნდათ... არავინ არ იდგა? სპეციალურად მოხდა შეტაკება, არ მოხდა? მე ვუყურებდი პარიზიდან ძალიან დიდ ღელვებს, ძალიან დიდ ჯიკაობას. ჯიკაობა იყო საშინელი, არ იყო? რატომ არ ვიცი, მაგრამ ჰო იყო ეს..? მე [საფრანგეთში ჯიკაობა] მინახავს ქუჩაში.

ახალგაზრდობა უნდა იყოს დაინტერესებული თავისი წინსვლით და უნდა იჯდეს, იმეცადინოს და წარმატებებს მიაღწიოს. გავრილოვი არაფერ შუაში არ არის დღეს... მე დღეს არ ვიხილავ ამ თემებს. მე გითხარით ჩემი სათქმელი, მე გეუბნებით თქვენ ჩემს აზრს, თუ გაინტერესებთ. მე ვიცი, რომ ახალგაზრდები არ უნდა იდგნენ ამ დროს, აი, ასეთი შესვლის და რაღაცა თავდასხმის [დროს]... მე გეუბნებით, რომ პარიზიდან ვუყურებდი როგორ შევარდა იმაში... აბა, რატომ დადგა პოლიცია მაშინ? მიმართულება არ იყო იმისთვის რომ შევარდნილიყო პარლამენტში და აეღოთ? მე ვნახე, ჩემი თვალებით, რას მელაპარაკებით.

თქვა მთავარი არხის ეთერში, გადაცემა "პოსტ ფაქტუმში" გასულ სიუჟეტში ქართული ოცნების წევრმა, ელისო ბოლქვაძე, მას შემდეგ, რაც ერთპარტიულად შეკრებილი პარლამენტის პირველი სხდომა დასრულდა. სტილი დაცულია.

კომენტარები