არჩევნები 2020

კობახიძე: ბოკერიას ინტელექტი არ ჰყოფნის, ამიტომ არის დღემდე ოპოზიციაში

იმის გამო, რომ ინტელექტი არ ჰყოფნის მაგალითად, ბოკერიას, გვარამიას და ა.შ. - ამიტომ არიან ისინი დღემდე ოპოზიციაში, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული რესურსი აქვთ, მედიარესურსი, ფული აქვთ მილიონი მოპარული და იმას ხარჯავენ ყოველ არჩევნებზე და ა.შ. ჭკუა რომ ჰყოფნიდეთ, თავისი ჭკუით მოგვიგებდნენ დიდი ხანია.

რაც შეეხება რეალურ ვითარებას, ინტელექტში არსებითი სხვაობაა და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ერიდებათ მათ პარლამენტში შემოსვლა, იმდენად მძიმე სურათი აქვთ მათ და იმდენად დიდია სხვაობა ვიზუალური, ინტელექტუალური თვალსაზრისით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, რომ ისინი ძალიან მძიმედ გამოჩნდებიან ამ ვითარებაში...

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, ამის შესახებ Palitranews-ის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები