კორონავირუსი ჩილეში

ჩილეს პრეზიდენტი ნიღბის ტარების წესის დარღვევის გამო 3500 დოლარით დააჯარიმეს

სებასტიან პინიერა
AFP

ჩილეს პრეზიდენტი, სებასტიან პინიერი, ნიღბის ტარების წესი დარღვევის გამო 2.5 მილიონი პესოთი (3500 დოლარი) დააჯარიმეს. ინფორმაცია ამის შესახებ ვალპარაისოს რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

5 დეკემბერს, სანაპიროზე სეირნობის დროს პრეზიდენტმა მოქალაქეებთან სურათები ნიღბის გარეშე გადაიღო. როდესაც ერთ-ერთი ფოტო ინტერნეტში გავრცელდა, პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა და დარღვევის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს თავად აცნობა.

სებასტიან პინიერა მოქალაქესთან ერთად გადაღებულ სურათში
ფოტო: @LANACION/Twitter
პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, სებასტიან პინიერმა ჯარიმა უკვე გადაიხადა. 

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვების ფარგლებში ჩილეში კომენდანტის საათი მოქმედებს. საჯარო სივრცეში პირბადის ტარება და ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულოა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩილეში კორონავირუსის 583 354 შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა 16 101 ადამიანი.

კომენტარები