ხანძარი

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში ბაზარი იწვის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში ტანსაცმლის ბაზარში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ამ დროისთვის უწყებას დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

უწყების ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. ჯერჯერობით, უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

კომენტარები