covid 19-ის ახალი შტამი

იმნაძე: ახალ შტამს იგივენაირად იჭერს PCR-ის ტესტიც და ანტიგენის ტესტიც

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის ახალ შტამს PCR-ის და ანტიგენის სწრაფი ტესტები იგივენაირად ავლენენ, როგორც ძველი შტამის შემთხვევაში. ამის შესახებ იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ახალ შტამს იგივენაირად იჭერს PCR-ის ტესტიც და ანტიგენის ტესტიც". - თქვა მან.

გუშინ, 4 იანვარს, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა. პაატა იმნაძის თქმით, ახალი შტამით ინფიცირებულ ადამიანს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია, თუმცა მას ჰყავდა დადებითი კონტაქტი, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა და უკანვე დაბრუნდა.

მისივე თქმით, მისი ბრიტანელი კოლეგების სამეცნიერო ნაშრომების მიხედვით, ახალ და ძველ შტამებს იდენტური კლინიკური მიმდინარეობები აქვთ.

კომენტარები