კორონავირუსი საქართველოში

თამარ გაბუნია: ვფიქრობთ ტესტირებას სხვადასხვა ბიზნეს გარემოში

ტესტირების პროტოკოლი არაერთხელ განახლდა და ყოველთვის ემატება ახალი მაღალი რისკის მქონე ახალი ჯგუფები. ბოლო პერიოდის განმავლობაში დაემატა რელიგიური პირები, ასევე ტაქსის მძღოლებს შორის ტესტირება რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს და მინდა გითხრათ, რომ გამოვლენის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ჯგუფი ნაკლები რისკის მატარებელია, თუმცა ტესტირება მნიშვნელოვანია. ასევე ვფიქრობთ ტესტირებას სხვადასხვა ბიზნეს გარემოში და ეს მოდელი მუშავდება. განსაკუთრებით იმ ბიზნესს გარემოში, სადაც დახურულ სივრცეში უხდებათ მუშაობა მუდმივად ადამიანებს და ისინი ვერც მუდმივად დისტანციის დაცვას შეძლებენ და შეიძლება პირბადის გამოყენებაც მუდმივად ვერ მოახერხონ...

თქვა მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

კომენტარები