საშობაო ეპისტოლე

კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წირვისას არ წაუკითხავთ, ის ჯერ არ გამოქვეყნებულა

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ტრადიციული, საშობაო ეპისტოლე საპატრიარქოს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.

საშობაო ღამისთევის მსახურების დასაწყისში, იმ დროს, როცა ჩვეულებრივ არქიდიაკონი პატრიარქის ეპისტოლეს კითხულობს, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა წმ. იოანე ოქროპირის ქადაგება წაიკითხა.

საშობაო ეპისტოლის გამოქვეყნების დაყოვნების მსგავს პრეცედენტს ვერ იხსენებენ საეკლესიო მიმომხილველები. 43-წლიანი საჭეთმპყრობლობის პეროიდში, კათოლიკოს-პატრიარქის ყველა საშობაო, სააღდგომო და, წარსულში, საახალწლო ეპისტოლეც კი ხელმისაწვდომია.

შესაძლოა, ეპისტოლის არგამოქვეყნების მიზეზი, მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილისთვის კოვიდ-19-ის დადასტურება იყოს.

კომენტარები