Sex Pistols

დენი ბოილი SEX PISTOLS-ის შესახებ სერიალს გადაიღებს

ფილმ Trainspotting-ის რეჟისორი, დენი ბოილი, ლეგენდარული პანკ ჯგუფის Sex Pistols-ის შესახებ ექვს ნაწილიან სერიალს გადაიღებს.

სერიალში მოქმედება ჯგუფის გიტარისტის, სტივ ჯონსის მემუარების მიხედვით განვითარდება. ჯგუფის მთავარი წევრების - ჯონ ლიდონის როლს ანსონ ბუნი, ხოლო სიდ ვიშესის როლს ლუი პარტრიჯი შეასრულებს.

მსახიობებს შორის არის Game of Thrones-ში არია სტარკის როლის შემსრულებელი, მეისი უილიამსიც.

სერიალის გადაღებები სავარაუდოდ 2021 წლის მარტში დაიწყება. მას ამერიკული სატელევიზიო არხი FX  გადაიღებს.

ჯგუფი Sex Pistols 1972 წელს ჩამოყალიბდა და მხოლოდ ერთი ალბომი - Never Mind The Bollocks, Here the Sex Pistols აქვს გამოშვებული.

კომენტარები