კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ჩვეულებრივი ადამიანია ჩემი ერთი შვილი, მეორე - არა, იმიტომ რომ კოვიდზე მუშაობს

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ფორმულას ეთერში განმარტა თავისი სიტყვები, რომ "ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც რისკჯგუფს არ წარმოადგენენ" ვაქცინა ხელმისაწვდომი ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება. 

"ჩვეულებრივი ადამიანია ჩემი შვილი, ერთი, მეორე - არა, იმიტომ რომ ლაბორატორიაში მუშაობს კოვიდზე, ჩვეულებრივია ჩემი ცოლი, ჩვეულებრივები არიან ჩემი შვილები, მაგრამ არიან ის ადამიანები, რომლებიც კოვიდზე ყოველდღე მუშაობენ.. ისინი უნდა აიცრან პირველი. ალბათ, ამაში ვერავინ მოგვედავება." - თქვა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ COVID-19-ზე პირველ რიგში უნდა აიცრას წინა ხაზის სამედიცინო პერსონალი, შემდეგ შედიან - მოხუცებულთა თავშესფრების ბენეფიციარები და პერსონალი, შემდეგ უნდა აიცრან 75 წელს გადაცილებული ადამიანები, რომლებსაც 65 წელს გადაცილებული ადამიანები მოჰყვებიან. პაატა იმნაძის თქმით, "იმუნიზაციის გეგმა, ალბათ, ერთ-ორ დღეში გამოქვეყდება".

კომენტარები