ქართული ოცნება

ზარქუა კობახიძეზე: ხვალ ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, ძალიან მაგარ ბიჭს

ირაკლი ზარქუა

ქართული ოცნების საპარალამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, ხვალინდელ ყრილობაზე პარტია ახალ თავმჯდომარედ "ძალიან მაგარ ბიჭს" აირჩევს. ქართულმა ოცნებამ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე წარადგინა.

"კანდიდატურა იცით უკვე, ვინ გახდება პარტიის თავმჯდომარე, ბატონი კობახიძე, რომელიც არის ძალიან მაგარი ბიჭი, გამოცდილი, კომპეტენტური და ჩვენ ყველა ერთად გადავლახავთ გამოწვევებს. დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება გამოწვევებს, რომ ერთიანი იყოს გუნდი. გუნდი არის ერთიანი, ყველა ლიდერი არის ფორმაში, ყველა ლიდერს აქვს თავისი ფუნქცია, ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ გამოწვევებს. ხვალ ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, ძალიან მაგარ ბიჭს და ყველაფერი კარგად იქნება". – თქვა ზარქუამ.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხდება. მისი კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭომ უკვე წარადგინა. პარტიის ყრილობა ხვალ, 16 იანვარს გაიმართება. სწორედ იქ აირჩევენ როგორც თავმჯდომარეს, ისე პოლიტსაბჭოს განახლებულ 21-კაციან შემადგენლობას. ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება.

პარტიის დამფუძნებელმა და ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. 

კომენტარები