საკულტო კომპიუტერული თამაშის, Mortal Kombat-ის ახალი ეკრანიზაცია მიმდინარე წლის 16 აპრილს გამოვა.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გადაღებები კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო. სურათში მთავარ როლებს ლუის ტანი, ჯო ტასლიმი და ჰიროიუკი სანადა ასრულებენ. Mortal Kombat ეკრანზე მესამედ გადააქვთ. 1995 წელს პირველი ეკრანიზაცია გამოვიდა, რომელმაც კინოგაქირავებაში დადებითი ციფრები აჩვენა. ორი წლის შემდეგ გადაღებული მეორე ნაწილი საშინლად ჩავარდა და კინოფრენჩაიზი თითქმის 30 წლის შეაფერხა.
ქსელში გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოები გამოქვეყნდა.