ჩიკაგოს აეროპორტი

კაცი, რომელსაც Covid-19-ის გამო ფრენის ეშინოდა, ჩიკაგოს აეროპორტში 3 თვე იმალებოდა

ჩიკაგოში დააკავეს კალიფორნიელი კაცი, რომელიც 3 თვის განმავლობაში ო'ჰარას საერთაშორისო აეროპორტში იმალებოდა.

36 წლის კაცმა, ადიტია სინგჰმა დაკავებისას თქვა, რომ კორონავირუსის გამო ფრენის ეშინოდა და აეროპორტში, მგზავრებისთვის აკრძალულ ტერიტორიაზე შეიპარა. მან ერთ-ერთი თანამშრომლის საიდენტიფიკაციო ბარათი იპოვა და თავს აეროპორტის თანამშრომლად ასაღებდა. თანამშრომელმა ბარათის დაკრგვის შესახებ ოქტომბერში განაცხადა. საბოლოოდ სინგჰის ტყუილი United Airlines-ის თანამშრომლებმა შეიტყვეს და პოლიციას აცნობეს.

როგორც დაკავებული სინგჰი ამბობს, საკვებს მას მგზავრები აძლევდნენ.

სასამართლომ დაკავებულს გირაოდ 1 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა და აეროპორტში ფეხის დადგმა აუკრძალა. მისი სასამართლო პროცესი 27 იანვარს გაგრძელდება. მას აკრძალულ ტერიტორიაზე შესვლისათვის გაასამართლებენ.

კომენტარები