დღეს კაცობრიობა დგას ისტორიაში ერთ-ერთი მართლაც რომ არნახული განსაცდელის წინაშე, რომელიც მსოფლიოს ერთბაშად მოედო - სწორედ დღევანდელი დღე, ნათლისღების საიდუმლო იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რომელიც შეიტანს გარდატეხას პანდემიის დამარცხებაში, ჩვენი ერის, ჩვენი ხალხისა და მსოფლიოს ამ სნეულებისგან გათავისუფლებაში. ის ყოველთვის მოგვანიჭებს გამარჯვებას. მთავარია, არ შეირყეს ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი სასოება და სიყვარული. სწორედ ამისთვის არის განსაცდელი. ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანს ფიზიკური თუ სულიერი ტკივილით რწმენა შეურყიოს. თუ რწმენა შეირყა, მაშინ ადამიანის დამარცხება ადვილია. მაგრამ, თუ რწმენა არ შეირყევა, იმედი არ დაგვეკარგება და ღვთისა და მოყვასის სიყვარული ძლიერი გვექნება, ვერავითარი ბოროტება ვერ დაგვამარცხებს.
tbl.ge/5dwp
დაკოპირდა
"ინტერპრესნიუსის" ცნობით, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა პანდემიის დაძლევაზე სამებაში ღვთისმსახურებაზე ისაუბრა.