2008 წლის აგვისტოს ომი

ბოკერია სტრასბურგზე: ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტია მომავალ დისკუსიებში

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა, მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროსასამართლოში ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე -  რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე იმ უმძიმეს დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც ჩადენილ იქნა 2008 წლის რუსული აგრესიის დროს. 

ეს ამბავი არსებითად არის სამართლებრივად ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ყველა მომავალი დისკუსიისთვის. ჩვენი ეს პრობლემა, დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან, დიდხანსაც რომ გაგრძელდეს, ვიდრე ეს გვსურს, სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგინდა იმაზე, ვისი კონტროლის ქვეშ იყო ვითარება, როდესაც ეს უმძიმესი დანაშაულებები იქნა ჩადენილი საქართველოს მოქალაქეების მიმართ - ეს არის რუსეთის ფედერაცია. მეორე - ეს არის პოლიტიკური საკითხი. ეს ის შემთხვევაა, როცა სამართლებრივი შედეგები პოლიტიკურ კაპიტალიზაციას მოითხოვს. იმ გრძელვადიანი საფრთხის კონტექსტში, რასაც წარმოადგენს პუტინის რუსეთი, ეს ამბავი პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება ამ დაპირისპირებისას დიპლომატიურ და მთლიანად საერთაშორისო ასპარეზზე, გეოპოლიტიკურადაც კი.  

აქვე უნდა გავაკეთოთ სამწუხარო დათქმა - ყველა ამ ტიპის შედეგს სჭირდება ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც აქვს ხედვა, რწმენა, კომპეტენცია და ამოცანა, რომ ეს ყველაფერი სწორად იყოს გამოყენებული...

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 12-წლიანი დავის შემდეგ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო. სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა. 

კომენტარები