ქართული ოცნება

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე იქნება

მამუკა მდინარაძე

ქართულ ოცნებაში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. პარტიაში სამდივნოს შემადგენლობა აირჩიეს. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას მდინარაძე დაიკავებს.

"გენერალური მდივანი, უკვე იცით, რომ არის ბატონი კახა კალაძე. პოლიტიკურ მდივნად პოლიტიკურმა საბჭომ კვლავ აირჩია ირაკლი ღარიბაშვილი. საერთაშორისო მდივნად, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, იქნება კახა კუჭავა. რეგიონალური მდივანი იქნება დიმიტრი სამხარაძე. რაც შეეხება აღმასრულებელ მდივანს, როგორც იტყვიან ხოლმე, იქნება თქვენი მონა-მორჩილი, მამუკა მდინარაძე". - ამბობს მდინარაძე. 

ცნობისთვის, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე იყო, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, მის ნაცვლად ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

კომენტარები