ლარის კურსი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.2964 ლარია. ეს 2021 წლის მეორე სავალუტო ინტერვენციაა. 

2020 წელს ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა 26 სავალუტო აუქციონი გამართა და 873 მილიონი დოლარი გაყიდა. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, ინტერვენციების საჭიროება 2021 წლის პირველ ნახევარშიც იქნება.

კომენტარები