კორონავირუსი და შეზღუდვები

თურნავა: შაბათ-კვირის შეზღუდვა ვაჭრობას არ შეაფერხებს, მომხმარებლები სხვა დღეებში მივლენ

ეკონომიკის სამინისტრო

"გვესმის, რომ შაბათ-კვირის შეზღუდვა არის მტკივნეული საკითხი, მაგრამ ეს არის ის კომპრომისი, რისი დაშვებაც ჩვენ შეგვიძლია". - განაცხადა პირველი არხის ცნობით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. ის დარწმუნებულია, რომ შაბათ-კვირის შეზღუდვა ვაჭრობას არ შეაფერხებს.

თუმცა, თურნავას თქმით, იგი დარწმუნებულია,რომ  იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც პანდემიამდე შაბათ-კვირას დადიოდნენ სავაჭრო ქსელებში, ბაზრობებსა, თუ მაღაზიებში სხვა დღეებზე გადანაწილდება და ამ შეზღუდვით ვაჭრობა არ შეფერხდება.

"დარწმუნებულები ვართ, რომ ის კონტინგენტი, ვინც პანდემიამდე შაბათ-კვირას დადიოდა სავაჭრო ქსელებში, ბაზრობებზე, მაღაზიებში, ახლა გადანაწილდება სხვა დღეებზე, რადგან უბრალოდ სხვა ალტერნატივა არ იქნება. ეს არ შეაფერხებს ვაჭრობას, რამხელა პერიოდია გასული და ადამიანებს, მყიდველებს გარკვეული საჭიროებები დაუგროვდათ. აქედან გამომდინარე, ისინი აქტიურად ივაჭრებენ თებერვალში“, – განაცხადა თურნავამ.

ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ობიექტები პირველი თებერვლიდან, ხოლო ბაზრობები 15 თებერვლიდან იხსნება, თუმცა, ეს შეეხება მხოლოდ სამუშაო დღეებს - "მობილობის შემცირების მიზნით", შაბათ-კვირას სავაჭრო ცენტრები არ იმუშავებენ.

კომენტარები