CRRC საქართველოს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 33% ამბობს, რომ ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საქართველოში უმუშევრობაა.
17%-ის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სიღარიბეა, ასევე, 17% ამბობს, რომ კორონავირუსი, 10% - ფასების ზრდა, 3% - პოლიტიკური არასტაბილურობა, 3% - ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, 2% - ტერიტორიული მთლიანობა.
კვლევა გასული წლის 8-14 დეკემბერს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით არის ჩატარებული. გამოპასუხების დონე 29%-ია. გამოკითხულია 1 504 ადამიანი, შემთხვევითი ნომრების გენერირების პრინციპით. ინტერვიუები აზერბაიჯანულ, რუსულ, სომხურ და ქართულ ენებზე ჩატარდა.
ცდომილება:
- 5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის არის +/- 0.7%
- 10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის +/- 2.7%
- 25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის +/- 3.7%
- 40% და 60% ახლოს მყოფი შეფასებისთვის +/- 6.4%
- 50% ახლოს მყოფი შეფასებისთვის +/- 7.4%