ნიკა გვარამია

დეპუტატი დიტო სამხარაძე ნიკა გვარამიას ჰომოფობიური ლექსიკით მოიხსენიებს

ქართული ოცნების დეპუტატმა და პოლიტსაბჭოს წევრმა, დიტო სამხარაძემ ტელეკომპანია მთავარის დირექტორ ნიკა გვარამიაზე სტატუსი დაწერა, სადაც გვარამიას მობილურის ნომერი მიუთითა და ის ჰომოფობიური ლექსიკით მოიხსენია.

მოგვიანებით დიტო სამხარაძემ სტატუსი წაშალა.

“577 20 ** ** ქვეყნის მთავარი ქათმის ტელეფონის ნომერი”. – წერდა სამხარაძე.

მანამდე, ნიკა გვარამიას მობილური ტელეფონის ნომერი საჯაროდ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გამოაცხადა. მან გვარამიას ნომერი პარლამენტის ტრიბუნიდან გაასაჯაროვა.

ტაბულა ნიკა გვარამიას მობილურის ნომერს არ აქვეყნებს. 

 

კომენტარები