მე-10 მოწვევის პარლამენტი

ბოლქვაძე წულუკიანზე: სადაც ჩაიხედავს, იმოღვაწებს, ის სფერო იქნება წარმატებული და კრეატიული

ყველგან წარმატებული მინისტრი იქნება ქალბატონი თეა წულუკიანი. ჩემთვის, რა თქმა უნდა, მისაღებია. მე ვცემ უდიდეს პატივს. [...] ქალბატონი თეა, თავისი მთელი მოცემულობით, არის ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ყველა სფეროში, სადაც ის ჩაიხედავს და იმოღვაწებს, ის იქნება წარმატებული სფერო და აუცილებლად იქნება საინტერესო, კრეატიული.

[კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შესახებ მსჯელობა] მიმდინარეობს, გუნდში იქნება მსჯელობა და ამას ძალიან მალე გაიგებთ...

თქვა დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ ფორმულასთან საუბარში. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დანიშნავენ.

კომენტარები