სინოდის სხდომა

მეუფე ნიკოლოზი: დღევანდელი სინოდის ერთ-ერთი საკითხი, სავარაუდოდ, ვაქცინაცია იქნება

მე ვფიქრობ, ერთ-ერთი საკითხი იქნება ვაქცინაციასთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიცია როგორი იქნება, უბრალოდ ეს მხოლოდ ვარაუდია. ალბათ. მე მგონია, რომ იქნება. 

არავითარ შემთხვევაში ვაქცინაციას არ შეიძლება ზნეობრივი შეფერილობა ჰქონდეს. ვთქვათ, მაგალითად, ვიღაც აიცრის და რაღაცაშია დამნაშავე, ან არ აიცრის - ის არის დამნაშავე. ეს არის ადამიანის თავისუფალი არჩევანი, როგორც აქამდე იყო. 

უთხრა ახალქალაქის, კუმორდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, წმიდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს. 

დღეს, 11 თებერვალს, წელს სინოდის პირველი  სხდომა იმართება. რა საკითხებს განიხილავენ მღვდელმთავრები, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები