მეშახტეების პროტესტი

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ, პროტესტის ნიშნად 11 მათგანი შახტიდან არ ამოდის

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცხნენ. პროტესტის ნიშნად 11-მა მეშახტემ სამუშაოს დასრულების შემდეგ შახტიდან ამოსვლაზე უარი თქვა. მეშახტეების პროტესტი კუთვნილი ანაზღაურების დაკლებას მოჰყვა.

"გუშინდელი მეორე სმენიდან შახტაში დარჩენილია 11 ადამიანი პროტესტის ნიშნად. ისინი 300 მეტრის სიღრმეზე არიან გაჩერებულები. მშივრები არიან". – ამბობს ფორმულასთან საუბარში ერთ-ერთი მეშახტე.

მეშახტეების გაფიცვას კომპანია საქნახშირის წარმომადგენელიც გამოეხმაურა, რომლის მტკიცებითაც, მათ არ მიუღიათ ინფორმაცია, თუ რა მოთხოვნები აქვთ გაფიცულ მეშახტეებს.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, გუშინ, 10 თებერვალს, თათბირი ჩაატარეს, სადაც განიხილეს, თუ როგორ შესრულდა იანვრის გეგმა და ამის მიხედვით განისაზღვრა მეშახტეების ანაზღაურება, სწორედ ამას მოჰყვა მეშახტეების პროტესტი.

"მათ, ვინც შახტაშია [პროტესტის ნიშნად] და უარს ამბობს საკვების მიღებაზე, შეუძლიათ ამოვიდნენ სასადილოში, მიირთვან და ისევ ჩავიდნენ. შახტაში საკვების მიწოდებას კატეგორიულად ვკრძალავთ". – ამბობს საქნახშირის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაილ სიცკი ჟურნალისტებთან საუბრისას [ფორმულას თარგმანი].

კომენტარები