აქ არაფერ შუაში არ არის არც სააკაშვილი და არც არავინ. აქ არის სამართლიანობა-უსამართლობაზე საქმე და მე როცა სააკაშვილთან პრეტენზიები მქონდა და მაქვს, ჩემი პრეტენზიები მის მიმართ არის სამართლიანი. თუ უსამართლო პრეტენზიას წაუყენებს ვინმე, გინდა სააკაშვილს, გინდა ივანიშვილს, მე ყოველთვის სიმართლის გვერდზე ვიქნები. სიმართლე, სამართლიანობა და წესიერება საერთოდ ნიშნავს, რომ ვისზეც გაბრაზებული ხარ, თუნდაც უსამართლოდ, მისი დასჯა რომ არ გაგიხარდება, ესაა სამართლიანობა. აბა ახლა შენი მეგობრის და ოჯახის წევრის და ვინც გიყვარს იმ ადამიანის დასჯა არასდროს არ მოგინდება, დამნაშავეც რომ იყოს, მაშინაც კი. ეს არის დემოკრატია, ეს არის სამართალი, როცა შენ დგახარ სამართლის მხარეს და სიმართლის მხარეს, არა ვინმე კონკრეტული ადამიანის მხარეს ან ვინმეს ჯიბრზე, ვინმეს წინააღმდეგ.
ნიკა მელიას საქმე
ბურჯანაძე: სამართლიანობაა, იდგე სიმართლის მხარეს და არა ვინმეს მხარეს, ან ვინმეს წინააღმდეგ
tbl.ge/5fam
დაკოპირდა
ამის შესახებ ნინო ბურჯანაძე ენმ-ს ოფისში ჟურნალისტებს ესაუბრა. ბურჯანაძე სხვა ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან ერთად ენმ-ს ოფისში ნიკა მელიას მხარდასაჭერად მივიდა, სადაც ერთად ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას. ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს მიმართა, ენმ-ის თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება, გირაო, პატიმრობით შეეცვალა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერის პროცესი თბილისის საქალაქო სასმართლოში დღეს, 16:00 საათზე დაიწყო.
ნიკა მელიას საქმენიკა მელიანინო ბურჯანაძეენმერთიანი ნაციონალური მოძრაობაარჩევნები 2020გავრილოვის ღამე
ამავე თემაზე
- მელია: საქმეში რაიმე მტკიცებულების თუნდაც ფაბრიკაცია რომ იყოს შესაძლებელი, ისევ დამიჭერდნენ
- სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა
- ბოკერია: ყველა რეპრესიული ნაბიჯი მელიას წინააღმდეგ შეფასდება უფრო მწვავედ, ვიდრე აქამდე
- გახარია: გომელაური რომ გადამეყენებინა, უარეს საფრთხეს შევუქმნიდი ქვეყანას
- ნიკა მელიას პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 25 მაისამდე გადაიდო