კორონავირუსი და შეზღუდვები

თურნავა: ტურისტულ ბიზნესს კომუნიკაცია არ აკლია, ულტიმატუმის ტონი არაპროდუქტიულია

საკმაოდ ულტიმატუმის ტონით დგება ეს ახალი მოთხოვნები, რაც, არა მგონია, ემსახურებოდეს ამ დიალოგის ინტერესებს.

არ ვიცით, ზოგადად, ვის ინტერესებს ემსახურება, რადგან ნამდვილად არ აკლია კერძო სექტორს, განსაკუთრებით ტურისტულ ბიზნესს, კომუნიკაცია. კვირა არ გავა ისე, რომ ან მე, ჩემს მოადგილეებს, ან ტურიზმის ადმინისტრაციას არ ჰქონდეს ამ დიდი ინდუსტრიის რომელიმე სეგმენტთან შეხვედრა.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს მიდგომა არასწორია, არაპროდუქტიულია

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავასთვის გასაკვირია, როდესაც  ბიზნესასოციაციები შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მთავრობას "რადიკალურ მოთხოვნებს" უყენებენ. მის ამ კომენტარებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კომენტარები