ნიკა მელიას დაკავება

სამართალდამცველებმა ენმ-ს ოფისთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს

სირცხვილია

სამართალდამცველები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან შეკრებილებს აკავებენ. როგორც კადრებში ჩანს, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.  

ტაბულა ცდილობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდეს. პასუხს, თუ რამდენი ადამიანია დაკავებული და რა მუხლით, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

სამართალდამცველები პარტიის ოფისში შევიდნენ და ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. როგორც ადგილზე მყოფები ამბობენ, სპეცოპერაციისას გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი.

კომენტარები