მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეებს, პირველ რიგში, საზოგადოების მოთხოვნა მიიყვანს, რომ ამ ურთულეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში პოლიტიკურმა პარტიებმა არანაირად არ უნდა იფიქრონ იმაზე, რასაც პოლიტიკური დივიდენდების მიღება ჰქვია. მეორე - სისხლხორცეული დაინტერესებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, რომ დესტაბილიზაცია საქართველოში არ მოხდეს. ეს, გარდა კეთილგანწყობისა, განპირობებულია მათი ინტერესით რეგიონში. სტაბილური პარტნიორი მათთვის საგანგებო მნიშვნელობისაა. ეს ორი ფაქტორი იქნება განპირობებული იმისთვის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მივიდეთ და კონკრეტული წინადადებით უნდა მივიდეთ. ის, რომ შენ წადი და მიშა უნდა მოვიდეს, ეს არ არის წინადადება. რიგგარეშე არჩევნები, ყველა, ვინც აქ ვართ, ყველას რომ გვინდოდეს, ამის საფუძველი უნდა იყოს. ამის საფუძველი გუბაზ სანიკიძის, თუნდაც სააკაშვილის განცხადება ვერ იქნება.
ქართული ოცნება
ვოლსკი: რიგგარეშე არჩევნების საფუძველი მიშას და გუბაზ სანიკიძის განცხადებები ვერ იქნება
tbl.ge/5fvf
დაკოპირდა
ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ, ქართული ოცნების ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.
ამავე თემაზე
- ეს ყველაფერი წაიღეთ სამართალდამცველ სტრუქტურებში - კობახიძე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე
- ზრდილობის ხსენებაზე მიშველაძემ კობახიძეს დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ