კომპანია Google-ი მომხმარებლების ბრაუზერის ისტორიის საფუძველზე შექმნილი მიზნობრივი რეკლამების გაყიდვას შეწყვეტს.
Google-ის წარმომადგენლების თქმით, ცვლილება Chrome-ის ვებბრაუზერის განახლებასთან ერთად შევა ძალაში. გარდა ამისა, კომპანია შეწყვეტს ვებ თვალთვალის ტექნოლოგიებში ინვესტირებას.
ექსპერტების თქმით, Google-ის ქმედება მსოფლიოში ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ გაზრდილი კრიტიკული დამოკიდებულებითაა გამოწვეული. მათი აზრით, მსგავსი რეგულაციები ევროკავშირისა თუ აშშ-ს მხრიდან მოსალოდნელი იყო და Google-მა საკუთარი ინიციატივით გაუსწრო მოვლენებს.
კომპანიამ 2020 წლის მეოთხე კვარტალში რეკლამებიდან 46.2 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 22%-ითაა გაზრდილი.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Google-ის ახალი ინიციატივა ნეგატიურად აისახება რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებზე.