ჩანაწერები

სამხარაძე TV პირველზე: დეპუტატის საქმე არ არის საგამოძიებო უწყების პრეროგატივაში შეჭრა

დეპუტატის საქმე არ არის საგამოძიებო უწყების პრეროგატივაში შეჭრა, არც სასამართლოს პრეროგატივაში შეჭრა და არც ჟურნალისტების საქმიანობაში შეჭრა. ამიტომ მე ამ შემთხვევაში არც ის ინფორმაცია მაქვს, რაც თქვენ ახლა წარმოადგინეთ, შესაბამისად, ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ამას თავისი პროცესები და პროცედურები აქვს და ალბათ ამ პროცედურებით იმოქმედებენ.

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ TV პირველის ჟურნალისტთან ისაუბრა. 11 მარტს, სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა.  ტელევიზია ამ ინფორმაციას სასამართლოს განჩინებასთან ერთად ავრცელებს.

კომენტარები