ჩანაწერები

სუბარი განჩინებაზე: გამოძიებას ითხოვდით, გამოძიება მასალების და ფაქტების გარეშე არ არის

ოპოზიცია ეცდება, გამოაგოროს რაღაც ახალი თემა და ახლაც ეცდებიან მოლაპარაკებების ჩაშლას. მე ძალიან არ მინდა, რომ თქვენგან აწეული ხმაური გამოდგეს ზუსტად ის თემა, რომლითაც ეცდებიან მოლაპრაკებების ჩაშლას. იმედი ეს არ არის. იმედია, ამ შემთხვევაში ოპოზიციის წისქვილზე წყალს არ ასხამთ და ოპოზიციის ნარატივს არ აჟღერებთ. მე ამის დიდი იმედი მაქვს.

რაც შეეხება ძალით შესვლას, ბუნებრივია, ეს არ იგულისხმება, რაც შეეხება გამოძიებას, რადგან გამოძიება დაიწყო და რადგან გამოძიებას ითხოვდით თქვენც და მთელი ოპოზიციური სპექტრიც, კარგი იქნება თანამშრომლობა. გამოძიება ფაქტების და მასალების გარეშე არ არსებობს. რაც გაქვთ მიაწოდეთ.

რა ფორმითაც მოგაწოდეს, იმ ფორმით მიაწოდეთ, როგორც სწორად მოხსოვს, თქვენს ეთერში ამბობდნენ, რომ  მოგიტანეს 4 ფლეშკა და რაღაც კონვერტი და ადამიანი, რომლის ვინაობაც არ ვიცით".

განაცხადა ოცნების დეპუტატმა სოზარ სუბარმა. 

სასამართლომ გამოძიებას უფლება მისცა TV პირველიდან მასალების ამოღებისას წინააღმდეგობის შემთხვევაში ძალა გამოიყენოს. ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. 

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები